
რიცხვთა 16:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.
რიცხვთა 16:37 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:37 კონტექსტში
16:35გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
16:36ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
16:37უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.
16:38ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს.
16:39აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:37
- რიცხვთა 16:18აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ.
- რიცხვთა 16:7ჩადევით მასში ცეცხლი და ზედ დააყარეთ საკმეველი ხვალ უფლის წინაშე. ვისაც უფალი გამოარჩევს, ის იქნება წმიდა. გეყოფათ, ლევიანებო!
- ლევიანი 27:28ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში