
რიცხვთა 16:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 16:4 კონტექსტში
16:2და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები.
16:3შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?
16:4გაიგონა მოსემ და პირქვე დაემხო.
16:5ასე ელაპარაკა კორახს და მთელ მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
16:6ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:4
- რიცხვთა 14:5დაემხნენ მოსე და აარონი ისრაელიანთა მთელი საზოგადოების წინაშე.
- რიცხვთა 20:6გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
- რიცხვთა 16:45გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.
- იესო ნავეს ძე 7:6შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში