
რიცხვთა 16:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ელაპარაკა კორახს და მთელ მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
რიცხვთა 16:5 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:5 კონტექსტში
16:3შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?
16:4გაიგონა მოსემ და პირქვე დაემხო.
16:5ასე ელაპარაკა კორახს და მთელ მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
16:6ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა.
16:7ჩადევით მასში ცეცხლი და ზედ დააყარეთ საკმეველი ხვალ უფლის წინაშე. ვისაც უფალი გამოარჩევს, ის იქნება წმიდა. გეყოფათ, ლევიანებო!
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:5
- რიცხვთა 17:5ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენ წინააღმდეგ.
- ფსალმუნები 65:4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
- ლევიანი 10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
- რიცხვთა 16:3შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:19მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
- ეზექიელი 40:46ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.
- მოციქულთა საქმენი 22:14ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.
- გამოცხადება 1:6ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში