გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 18:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 18:11

აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.

რიცხვთა 18:11 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 18:11 კონტექსტში

18:9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.

18:10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.

18:11აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.

18:12საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და პური, მათი ღალა, რაც უფალთან მიაქვს, შენთვის მომიცია.

18:13მათი მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც უფალთან მიაქვთ, შენ გეკუთვნის. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:11

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში