გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 18:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 18:24

რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.

რიცხვთა 18:24 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 18:24 კონტექსტში

18:22აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.

18:23თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს,

18:24რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.

18:25ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

18:26დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:24

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში