
რიცხვთა 18:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.
რიცხვთა 18:22 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:22 კონტექსტში
18:20უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
18:21ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.
18:22აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.
18:23თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს,
18:24რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:22
- ლევიანი 22:9ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
- რიცხვთა 3:38სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება.
- რიცხვთა 18:7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
- რიცხვთა 1:51გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.
- რიცხვთა 1:52უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა - თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.
- ლევიანი 20:20ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან.
- რიცხვთა 3:10დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში