
რიცხვთა 18:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელ სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ.
რიცხვთა 18:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:4 კონტექსტში
18:2შენი მოძმეები, ლევიანთა შტო, მამაშენის ტომი, შენ წაიყვანე, თქვენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ. შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ.
18:3აღასრულონ მოვალეობა შენ მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.
18:4შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელ სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ.
18:5შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს.
18:6აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:4
- მეფეთა ა 6:19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
- რიცხვთა 3:10დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
- მეფეთა ბ 6:6როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
- მეფეთა ბ 6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
- რიცხვთა 1:51გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში