
რიცხვთა 19:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,
რიცხვთა 19:11 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:11 კონტექსტში
19:9შეაგროვოს ვინმე სუფთამ ფურის ნაცარი და დაყაროს ბანაკის გარეთ, სადმე სუფთა ადგილზე. ექნება ისრაელიანთა საზოგადოებას გამაწმიდავებელი წყლისთვის. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
19:10შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენ შორის რომ მდგმურობენ.
19:11თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,
19:12ამ წყლით უნდა ჩამოირეცხოს ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაწმიდავდება; თუ არ ჩამოირეცხება ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება გაწმიდავებული.
19:13ყველა, ვინც კი მიეკარება მკვდარს, და არ ჩამოირეგხავს ცოდვას, უფლის სადგომის წამბილწველია იგი და უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან; რადგან არ სხურებია გამაწმიდავებელი წყალი. უწმიდურია, ჯერ კიდევ უწმიდურებაა მასში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 19:11
- რიცხვთა 5:2უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.
- რიცხვთა 31:19შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
- ლევიანი 21:1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
- ლევიანი 21:11არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს.
- რომაელთა მიმართ 5:12ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
- რიცხვთა 9:10ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენ შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი.
- რიცხვთა 9:6იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს.
- რიცხვთა 19:16ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში