
რიცხვთა 19:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.
რიცხვთა 19:16 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:16 კონტექსტში
19:14ასეთია რჯული: თუ კარავში კაცი მოკვდება, ყოველი კარავში შემსვლელი და ყოველი კარავში მყოფი შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება.
19:15ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არ არის მჭიდროდ დახურული ან თავშეკრული, უწმიდურია.
19:16ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.
19:17აიღონ გაუწმიდურებულისათვის დამწვარი მსხვერპლის ნაცარი, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ ცოცხალი წყალი დაასხან;
19:18აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მჯდარს, ან სამარხს მიჰკარებია.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 19:16
- რიცხვთა 31:19შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
- მათეს სახარება 23:27ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
- ლუკას სახარება 11:44ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან.
- რიცხვთა 19:11თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,
- ეზექიელი 39:11იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელ მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
- ეზექიელი 39:16ქალაქის სახელიც ურდო იქნება და განწმედენ ქვეყანას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში