
რიცხვთა 19:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე.
რიცხვთა 19:21 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:21 კონტექსტში
19:19ასხუროს სუფთამ გაუწმიდურებულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ჩამოერეცხება ცოდვა მეშვიდე დღეს. გაირეცხოს ტანისამოსი, წყალში იბანოს და საღამოთი გაწმიდავებული იქნება.
19:20თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.
19:21იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე.
19:22ყველაფერი, რასაც უწმიდური მიეკარება, გაუწმიდურდება; მიკარებულიც გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 19:21
- ებრაელთა მიმართ 9:13ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
- ებრაელთა მიმართ 10:4რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.
- ლევიანი 11:25ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
- ებრაელთა მიმართ 7:19რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.
- ლევიანი 16:26განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
- ლევიანი 16:28ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა.
- ლევიანი 11:40მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში