
რიცხვთა 27:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
რიცხვთა 27:14 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 27:14 კონტექსტში
27:12უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული.
27:13დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
27:14რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
27:16დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 27:14
- მეორე სთვლისაება 1:37მეც განმირისხდა უფალი თქვენ გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.
- გამოსვლა 17:7უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენ შორის უფალი?
- მეორე სთვლისაება 32:51იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
- მეორე სთვლისაება 32:52ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ.
- რიცხვთა 20:8აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელ საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
- რიცხვთა 20:13ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
- ფსალმუნები 106:32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
- ფსალმუნები 106:33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 27
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში