
რიცხვთა 20:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო, რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
რიცხვთა 20:24 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 20:24 კონტექსტში
20:22დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
20:23უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან:
20:24შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო, რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
20:25ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე.
20:26გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 20:24
- შესაქმე 25:8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
- მეორე სთვლისაება 32:50მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
- ნეშტთა შორისა ბ 34:28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.
- რიცხვთა 31:2იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
- რიცხვთა 27:13დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
- მსაჯულნი 2:10მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
- შესაქმე 15:15შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
- შესაქმე 25:17ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 20
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში