
რიცხვთა 20:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
რიცხვთა 20:22 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 20:22 კონტექსტში
20:20მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით.
20:21არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
20:22დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
20:23უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან:
20:24შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო, რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 20:22
- რიცხვთა 20:14გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.
- რიცხვთა 20:1მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
- რიცხვთა 21:4დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
- რიცხვთა 20:16შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.
- ეზექიელი 48:28გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.
- რიცხვთა 34:7ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე.
- ეზექიელი 47:19სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.
- რიცხვთა 33:36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 20
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში