
რიცხვთა 22:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.
რიცხვთა 22:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 22:8 კონტექსტში
22:6ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.
22:7წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები.
22:8მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.
22:9გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან?
22:10მიუგო ბალაამმა ღმერთს: ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს, გამოუგზავნია ჩემთან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 22:8
- რიცხვთა 22:19თქვენ ახლა დარჩით აქ ამაღამ და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი.
- რიცხვთა 22:20მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- რიცხვთა 12:6თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
- რიცხვთა 23:12მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
- იერემია 12:2შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 22
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში