
რიცხვთა 23:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
რიცხვთა 23:12 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:12 კონტექსტში
23:10ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!
23:11უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ.
23:12მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
23:13უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელ კი - ვერა. იქიდან დამიწყევლე ის.
23:14წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:12
- რიცხვთა 22:38უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი.
- რიცხვთა 23:26მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი?
- რიცხვთა 23:20აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ.
- რიცხვთა 24:13თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
- რიცხვთა 22:20მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
- რომაელთა მიმართ 16:18რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
- ტიტეს მიმართ 1:16სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
- იგავესნი 26:25ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში