
რიცხვთა 23:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!
რიცხვთა 23:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:10 კონტექსტში
23:8როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია.
23:9რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
23:10ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!
23:11უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ.
23:12მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:10
- ფსალმუნები 37:37დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
- შესაქმე 13:16ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
- ფსალმუნები 116:15მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.
- გამოცხადება 14:13და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:1რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.
- ესაია 57:1იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.
- ესაია 57:2ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:6რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში