
რიცხვთა 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე.
რიცხვთა 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:4 კონტექსტში
23:2შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.
23:3უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად.
23:4შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე.
23:5ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე.
23:6დაბრუნდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:4
- რიცხვთა 23:16შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.
- ლუკას სახარება 18:12ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
- ეფესელთა მიმართ 2:9და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
- იოანე 16:2გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
- ესაია 58:3რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.
- ესაია 58:4აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.
- რიცხვთა 22:20მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
- რიცხვთა 22:9გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან?
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში