
რიცხვთა 27:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 27:15 კონტექსტში
27:13დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
27:14რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
27:15ასე უთხრა მოსემ უფალს:
27:16დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას,
27:17ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 27
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში