
რიცხვთა 29:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენ მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა.
რიცხვთა 29:39 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 29:39 კონტექსტში
29:37ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
29:38ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა.
29:39ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენ მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა.
29:40გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 29:39
- ლევიანი 23:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი - წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები.
- ნეშტთა შორისა ბ 31:3დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
- ნეშტთა შორისა ა 23:31ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,
- ეზრა 3:5ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის.
- ესაია 1:14თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით.
- ნეემია 10:33საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.
- ლევიანი 7:11ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
- მეორე სთვლისაება 12:6იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 29
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში