
ნეემია 10:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.
ნეემია 10:33 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 10:33 კონტექსტში
10:31იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათობით გასასყიდათ მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი საზრდო, აღარაფერს შევიძენთ შაბათ დღეს - წმიდა დღეს. მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ და ყველანაირ ვალს მივუტევებთ.
10:32წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის -
10:33საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.
10:34შეშის მოტანაზე მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა წილი ვყარეთ, რომ ჩვენი ღმერთის სახლში, ჩვენ-ჩვენ მამისსახლთა მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე შეშა ვზიდოთ, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე ცეცხლი ისე ენთოს, როგორც რჯულში სწერია.
10:35ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა,
პარალელური ადგილები: ნეემია 10:33
- ნეშტთა შორისა ბ 2:4აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა- საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
- რიცხვთა 28:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
- რიცხვთა 28:29ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
- ლევიანი 24:5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
- ლევიანი 24:6ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე.
- ებრაელთა მიმართ 10:11რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
- ნეშტთა შორისა ბ 24:5შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
- ნეშტთა შორისა ბ 24:14როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში.
განაგრძე კითხვა: ნეემია 10
სრულად წაიკითხე: ნეემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში