
რიცხვთა 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.
რიცხვთა 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 3:4 კონტექსტში
3:2ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
3:3ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან.
3:4დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.
3:6მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 3:4
- ლევიანი 10:1აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
- ლევიანი 10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
- რიცხვთა 26:61დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 3
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში