
რიცხვთა 26:61 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
რიცხვთა 26:61 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 26:61 კონტექსტში
26:59ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
26:60შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
26:61დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
26:62ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
26:63ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 26:61
- რიცხვთა 3:4დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.
- ლევიანი 10:1აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
- ლევიანი 10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ა 24:1აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
- ნეშტთა შორისა ა 24:2ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ, ისე რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელყაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 26
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში