
რიცხვთა 30:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.
რიცხვთა 30:16 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 30:16 კონტექსტში
30:14თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.
30:15თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა.
30:16ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 30:16
- ლევიანი 11:46ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
- ლევიანი 11:47რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა.
- ლევიანი 15:32ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება.
- ლევიანი 15:33წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება.
- ლევიანი 14:54ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,
- ლევიანი 14:57იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.
- ლევიანი 13:59ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.
- რიცხვთა 5:29ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 30
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში