
რიცხვთა 30:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.
რიცხვთა 30:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 30:8 კონტექსტში
30:6გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
30:7გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა.
30:8თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.
30:9ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.
30:10თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 30:8
- შესაქმე 3:16დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
- კორინთელთა მიმართ ა 14:34ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
- ეფესელთა მიმართ 5:22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
- ეფესელთა მიმართ 5:24მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
- კორინთელთა მიმართ ა 7:4ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 30
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში