
რიცხვთა 31:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
რიცხვთა 31:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:10 კონტექსტში
31:8დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
31:9ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
31:10ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
31:11აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
31:12მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:10
- მეფეთა ა 30:1ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
- შესაქმე 25:16ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.
- გამოცხადება 18:8ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
- ესაია 1:7მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.
- იესო ნავეს ძე 6:24ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში