
მეფეთა ა 30:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
მეფეთა ა 30:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 30:1 კონტექსტში
30:1ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
30:2მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ, გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი.
30:3გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ ვიდრე ძალი შესწევდათ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 30:1
- მეფეთა ა 15:7შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის.
- მეფეთა ა 29:11ვიდრე მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს.
- იესო ნავეს ძე 11:6უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.
- მეფეთა ა 27:8დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
- მეფეთა ა 27:10არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
- მეფეთა ა 29:4ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?
- შესაქმე 24:62ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში.
- მეფეთა ბ 1:2უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 30
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში