
რიცხვთა 31:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელ საზოგადოებას.
რიცხვთა 31:27 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:27 კონტექსტში
31:26აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
31:27შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელ საზოგადოებას.
31:28გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
31:29აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:27
- იესო ნავეს ძე 22:8ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.
- მეფეთა ა 30:24ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე.
- მეფეთა ა 30:25მივიდა დავითი ციკლაგში, ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: აჰა, თქვენი მოსაკითხავი უფლის მტრების ნადავლიდან,
- ფსალმუნები 68:12ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
- მეფეთა ა 30:4ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში