
რიცხვთა 31:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
რიცხვთა 31:28 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:28 კონტექსტში
31:26აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
31:27შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელ საზოგადოებას.
31:28გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
31:29აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
31:30ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:28
- რიცხვთა 18:26დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან.
- რიცხვთა 31:47აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
- რიცხვთა 31:30ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
- ესაია 23:18მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.
- მეფეთა ბ 8:11ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
- მეფეთა ბ 8:12არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
- ნეშტთა შორისა ა 26:26ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.
- ნეშტთა შორისა ა 26:27ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში