
რიცხვთა 31:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
რიცხვთა 31:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:4 კონტექსტში
31:2იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
31:3ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს.
31:4ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
31:5გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
31:6გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:4
- ლევიანი 26:8ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენ წინაშე.
- მეფეთა ა 14:6უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.
- მსაჯულნი 7:2უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში