
რიცხვთა 31:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
რიცხვთა 31:6 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:6 კონტექსტში
31:4ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
31:5გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
31:6გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
31:7გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი.
31:8დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:6
- რიცხვთა 14:44მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
- რიცხვთა 10:8აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში.
- რიცხვთა 10:9როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს.
- მეფეთა ა 4:17მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.
- რიცხვთა 33:20გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ.
- რიცხვთა 33:22გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ.
- მეფეთა ბ 11:11უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!
- რიცხვთა 25:7დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში