
რიცხვთა 31:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,
რიცხვთა 31:48 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 31:48 კონტექსტში
31:46და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი.
31:47აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
31:48მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,
31:49და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია.
31:50შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში