გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 31:49 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 31:49

და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია.

რიცხვთა 31:49 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 31:49 კონტექსტში

31:47აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.

31:48მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,

31:49და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია.

31:50შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე.

31:51ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა, ყველა ის სამკაული.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 31:49

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 31

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში