
რიცხვთა 33:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
რიცხვთა 33:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 33:10 კონტექსტში
33:8გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ.
33:9გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.
33:10გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
33:11გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 33:10
- გამოსვლა 16:1დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
- გამოსვლა 17:1დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 33
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში