
რიცხვთა 33:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში.
რიცხვთა 33:38 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 33:38 კონტექსტში
33:36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
33:37გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
33:38ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში.
33:39ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის მთაზე.
33:40გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 33:38
- მეორე სთვლისაება 10:6ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი.
- მეორე სთვლისაება 32:50მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
- რიცხვთა 20:24შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო, რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
- რიცხვთა 20:28გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 33
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში