
რიცხვთა 34:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.
რიცხვთა 34:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 34:4 კონტექსტში
34:2დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
34:3სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
34:4გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.
34:5გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.
34:6დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 34:4
- რიცხვთა 32:8ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
- იესო ნავეს ძე 15:3გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან,
- იესო ნავეს ძე 15:4გაივლის ყაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე.
- რიცხვთა 33:36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
- რიცხვთა 33:37გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
- რიცხვთა 20:1მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
- რიცხვთა 13:21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 34
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში