
რიცხვთა 36:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
რიცხვთა 36:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 36:10 კონტექსტში
36:8ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
36:9არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული.
36:10როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
36:11მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად.
36:12იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 36:10
- მათეს სახარება 28:20ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
- გამოსვლა 39:42როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
- გამოსვლა 39:43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
- ლევიანი 24:23გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. თავი ოცდამეხუთე
- ნეშტთა შორისა ბ 30:12იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 36
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში