
რიცხვთა 36:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად.
რიცხვთა 36:11 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 36:11 კონტექსტში
36:9არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული.
36:10როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
36:11მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად.
36:12იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
36:13აი, ბრძანებები და წესები, უფალმა რომ გამოცხადებინა მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის გასწვრივ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 36:11
- რიცხვთა 27:1გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),
- რიცხვთა 26:33ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 36
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში