
რიცხვთა 36:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი.
რიცხვთა 36:2 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 36:2 კონტექსტში
36:1მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე,
36:2თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი.
36:3თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო.
36:4როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 36:2
- რიცხვთა 27:1გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),
- რიცხვთა 27:7მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო.
- რიცხვთა 33:54დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
- იესო ნავეს ძე 17:3არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
- იესო ნავეს ძე 17:6რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
- რიცხვთა 26:55ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
- რიცხვთა 26:56წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
- იესო ნავეს ძე 14:1ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 36
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში