
რიცხვთა 36:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო.
რიცხვთა 36:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 36:3 კონტექსტში
36:1მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე,
36:2თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი.
36:3თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო.
36:4როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო.
36:5ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ: მართალს ამბობს იოსებიანთა შტო.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 36
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში