
რიცხვთა 4:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის.
რიცხვთა 4:18 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 4:18 კონტექსტში
4:16ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე.
4:17ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
4:18ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის.
4:19ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.
4:20არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 4:18
- მეფეთა ა 6:19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
- მეფეთა ბ 6:6როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
- მეფეთა ბ 6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
- გამოსვლა 19:21უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
- ლევიანი 10:1აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
- ლევიანი 10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
- იერემია 38:23ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.
- რიცხვთა 16:32დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 4
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში