
რიცხვთა 4:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,
რიცხვთა 4:47 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 4:47 კონტექსტში
4:45ესენი აღირაცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.
4:46ყველა აღრიცხული, ვინც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,
4:47ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,
4:48აღირიცხა სულ რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი.
4:49უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 4:47
- კორინთელთა მიმართ ა 12:4ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.
- კორინთელთა მიმართ ა 12:31მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.
- რომაელთა მიმართ 12:6და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
- რომაელთა მიმართ 12:8თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
- რიცხვთა 4:3ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში.
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- ნეშტთა შორისა ა 23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
- რიცხვთა 4:23ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 4
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში