
რიცხვთა 5:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
რიცხვთა 5:26 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 5:26 კონტექსტში
5:24დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
5:25გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
5:26აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
5:27დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.
5:28თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 5:26
- ლევიანი 2:2მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 5:12მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
- ლევიანი 2:9აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 6:15აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 5
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში