
ლევიანი 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
ლევიანი 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 5:12 კონტექსტში
5:10მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას.
5:11თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია.
5:12მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
5:13გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 5:12
- ლევიანი 2:9აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 4:35აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.
- ლევიანი 2:2მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 3:11დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე; ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
- ეფესელთა მიმართ 5:2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
- ლევიანი 6:15აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ.
- რიცხვთა 5:26აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
- ლევიანი 3:4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 5
სრულად წაიკითხე: ლევიანი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში