
რიცხვთა 6:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.
რიცხვთა 6:11 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 6:11 კონტექსტში
6:9თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.
6:10მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
6:11გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.
6:12უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.
6:13ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;
პარალელური ადგილები: რიცხვთა 6:11
- ლევიანი 5:8მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს: კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს.
- ლევიანი 5:10მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას.
- ლევიანი 14:30გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.
- ლევიანი 14:31ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 6
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში