
რიცხვთა 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.
რიცხვთა 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 6:12 კონტექსტში
6:10მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
6:11გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.
6:12უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.
6:13ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;
6:14შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 6:12
- ლევიანი 5:6და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
- ლევიანი 14:24აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.
- ეზექიელი 18:24თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
- იოანე 8:29ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
- იოანე 8:31და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
- იაკობის ეპისტოლე 2:10რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:8თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
- მათეს სახარება 3:15ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 6
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში