
ნეშტთა შორისა ბ 7:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
ნეშტთა შორისა ბ 7:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 7:14 კონტექსტში
7:12ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა- ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
7:13თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
7:14და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
7:15ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა- ვედრებისადმი ამ ადგილზე.
7:16ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 7:14
- გლოვა იერემიასი 3:40გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;
- გლოვა იერემიასი 3:41ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:
- იაკობის ეპისტოლე 4:9იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- იგავესნი 28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
- ნეშტთა შორისა ბ 6:37გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში