
რიცხვთა 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.
რიცხვთა 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 7:10 კონტექსტში
7:8ოთხი ურემი და რვა ხარი მერარიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, რასაც ასრულებდნენ ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
7:9კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ.
7:10მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.
7:11უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.
7:12პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 7:10
- ნეშტთა შორისა ბ 7:9მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
- მეორე სთვლისაება 20:5რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.
- ნეემია 12:27იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.
- ნეშტთა შორისა ბ 7:5დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
- რიცხვთა 7:1როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.
- ნეემია 12:43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.
- ეზრა 6:16სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.
- ეზრა 6:17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 7
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში