გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 7:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 7:12

პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.

რიცხვთა 7:12 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 7:12 კონტექსტში

7:10მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.

7:11უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.

7:12პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.

7:13მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.

7:14ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე;

პარალელური ადგილები: რიცხვთა 7:12

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 7

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში