
რიცხვთა 7:85 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თითოეული ლანგარი - სამოცდაათშეკელიანი. თითოეული ტაშტი - საამოცდაათშეკელიანი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი - ათასოთხასი შეკელი (საწმიდარის შეკელით).
რიცხვთა 7:85 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 7:85 კონტექსტში
7:83სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შესაწირავი.
7:84ეს არის შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისათვის მისი ზეთისცხების დღეს, ისრაელის თავკაცებისგან შეწირული თორმეტი ვერცხლის ლანგარი, თორმეტი ვერცხლის ტაშტი, თორმეტი ოქროს თასი;
7:85თითოეული ლანგარი - სამოცდაათშეკელიანი. თითოეული ტაშტი - საამოცდაათშეკელიანი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი - ათასოთხასი შეკელი (საწმიდარის შეკელით).
7:86თორმეტი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; თითოეული თასი - ათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). თასების მთელი ოქრო - ასოცი შეკელი.
7:87აღსავლენად სულ თორმეტი კურატი, თორმეტი ჭედილა, თორმეტი წელგამოვლილი ცხვარი და მათი თანმხლები ძღვენი; თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 7:85
- ეზრა 8:25და წონით ჩავაბარე მათ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლისადმი შეწირული, რომელიც მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და ყველა იქ მყოფმა ისრაელიანმა შესწირეს ჩვენი ღმერთის სახლს.
- ეზრა 8:26წონით ჩავაბარე ხელში: ექვსას ორმოცდაათი ქანქარი ვერცხლი და ასი ქანქარი ვერცხლის ჭურჭელი, ოქრო ასი ქანქარი.
- ნეშტთა შორისა ა 29:4სამიათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გადამდნარი ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,
- ნეშტთა შორისა ა 22:14აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
- ნეშტთა შორისა ა 29:7და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 7
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში