
რიცხვთა 8:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები.
რიცხვთა 8:14 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 8:14 კონტექსტში
8:12ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.
8:13დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;
8:14გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები.
8:15მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.
8:16რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 8:14
- რიცხვთა 3:45აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი.
- რიცხვთა 18:6აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.
- მალაქია 3:17ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
- რიცხვთა 6:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება,
- გალატელთა მიმართ 1:15ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
- ებრაელთა მიმართ 7:26სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
- რიცხვთა 16:9ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად?
- რიცხვთა 16:10დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში